მესამე მეფეთა 11:30
29. და იყო, მას ჟამსა შინა განვიდა იერობუამ იერუსალჱმით და იხილა იგი აქია წინაწარმეტყუელმან სელონიტელმან, გან-რე-იყვანა იგი გზისა მისგან ველად. და აქია მოსილ იყო სამოსლითა ახლითა და ორნი იგი ხოლო იყუნეს ველსა მას.30. და მიჰყო ჴელი აქია სამოსელსა მას თჳსსა ახალსა და დააპო იგი ათორმეტად ნახევად.31. და ჰრქუა იერობუამს: მიიღე შენდად ათი ეგე ნახევი, რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე განვხეთქო მეფობა იგი ჴელისაგან სოლომონისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.
მესამე მეფეთა თავი 11