მესამე მეფეთა 11:10
9. და განრისხნა უფალი სოლომონისთვს, რამეთუ განდრკა გული მისი უფლისაგან ღმრთისა ისრაჱლისა, რომელი ეჩუენა მას ორგზის.10. და ამცნო მას სიტყჳსა მისთჳს ყოვლადვე არა შედგომად კვალსა ღმერთთა უცხოთესლთასა და დამარხვად და ყოფად, რომელ ამცნო მას უფალმან ღმერთმან.11. და ჰრქვა უფალმან სოლომონს: მაგისთჳს, რომელ იქმნა ეგე შენ თანა და არა იმარხენ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელ გამცენ შენ, განხეთქით განვხეთქო მეფობა შენი ჴელთაგან შენისა და მივსცე ეგე მონასა შენსა.
მესამე მეფეთა თავი 11