...სვლა და ლოცვების ფრთაშესხმულად ქცევა, რათა ჭირში არ გაღიზიანდე და არ შეწუხდე, არამედ მათგან სარგებელი მოიმკო. რადგან თუ წინასწარმეტყველი ელისე, ადამიანი რომ იყო, მისკენ მიმავალი ქალის განდევნის ნებას მოწაფეს არ აძლევს და ეუბნება: „აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს“ (), ამით სხვა არაფერს აჩვენებს, თუ არა იმას, რომ მას დიდი გამართლება აქვს და ჭირი შუამდგომლად უდგას; მით უმეტეს ღმერთი არ უკუაგდებს შენ, როცა ტკივილით სავსე სულით მიუახლოვდები.
ამის გამო ქრისტეც მგლოვიარეთ ნეტარად აცხადებს, ხოლო მოცინართ ვაის ეუბნება. ამის გამო ნეტარებათა დაწყებისას შესავალიც აქედან გააკეთა და თქვა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.“ () ამიტომ, თუ გსურს ამ აღსავლებით ახვიდე, მოჰკვეთე ცხოვრების მოდუნებულობა და მოშვებულობა, თავი შრომატევადი ცხოვრების წესით შეკარი და მიწიერ საქმეებს განეშორე. ეს არის პირველი აღმასვლა. რადგან შეუძლებელია, შეუძლებე...