მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეოთხე მეფეთა 4:27

26. მიეგებე მას და არქუ: მშჳდობა არს შენდა და მშჳდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშჳდობით არსა ყრმა იგი? და მან ჰრქუა: მშჳდობაჲ არს.27. და მიმართა ელისესა მთასა მას და შებმა-უყო ფერჴთა მისთა და მივიდა გეეზი, რათამცა უკმოაყენა, და ჰრქუა ელისე: აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს, და უფალმან დამალა ჩემგან და არა მითხრა მე.28. და თქუა დედაკაცმან: ვითხოე ნუ შვილი უფლისაგან ჩემისა? არა გარქუ, ვითარმედ: ნუ მეტყუვი მე?
მეოთხე მეფეთა თავი 4
27. და მიმართა ელისესა მთასა მას და შებმა-უყო ფერჴთა მისთა და მივიდა გეეზი, რათამცა უკმოაყენა, და ჰრქუა ელისე: აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს, და უფალმან დამალა ჩემგან და არა მითხრა მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ჭირი და სულიერი აღმასვლის დასაწყისი:

...სვლა და ლოცვების ფრთაშესხმულად ქცევა, რათა ჭირში არ გაღიზიანდე და არ შეწუხდე, არამედ მათგან სარგებელი მოიმკო. რადგან თუ წინასწარმეტყველი ელისე, ადამიანი რომ იყო, მისკენ მიმავალი ქალის განდევნის ნებას მოწაფეს არ აძლევს და ეუბნება: „აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს“ (), ამით სხვა არაფერს აჩვენებს, თუ არა იმას, რომ მას დიდი გამართლება აქვს და ჭირი შუამდგომლად უდგას; მით უმეტეს ღმერთი არ უკუაგდებს შენ, როცა ტკივილით სავსე სულით მიუახლოვდები.

ამის გამო ქრისტეც მგლოვიარეთ ნეტარად აცხადებს, ხოლო მოცინართ ვაის ეუბნება. ამის გამო ნეტარებათა დაწყებისას შესავალიც აქედან გააკეთა და თქვა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.“ () ამიტომ, თუ გსურს ამ აღსავლებით ახვიდე, მოჰკვეთე ცხოვრების მოდუნებულობა და მოშვებულობა, თავი შრომატევადი ცხოვრების წესით შეკარი და მიწიერ საქმეებს განეშორე. ეს არის პირველი აღმასვლა. რადგან შეუძლებელია, შეუძლებე...

სრულად ნახვა