...ფსალმ 109:1), მას, ვინც ანგელოზების წინაშე დგომასაც უდიდესი პატივის ღირსად მიიჩნევს? მაგრამ რა არის მათი ბრძნული სიტყვა? და როგორ, ამბობს, შემოგყავს სხვა უფალი, როცა წერილი ცხადად ამბობს: „უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს“ (), „მას მხოლოსა ჰმსახურებდე“ (), და „არა არს სხუა ღმერთ მისა გარე“ ()?
მაშ, მითხარი, ვის მიმართ არის ეს ნათქვამი? უპირველესად, ის სიტყვები შენს უმადურებას მიემართა, იუდეველო. რატომ არ ითქვა ასეთი რამ არც აბრაამისთვის, არც ისააკისთვის, არც იაკობისთვის, არც მოსესთვის, არამედ მხოლოდ შენთვის, როცა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ხბოს ქმნიდი? რის გამო, მითხარი? თუ თავად ვერ ხვდები, მიზეზი ჩემგან ისწავლე. რადგან, გამოსვლის შემდეგ ხბო რომ გააკეთე, ბეელფეგორს მიეძღვენი და ღმერთების დასისკენ იყავი გახელებული, ის ურჯულო მრავალღმერთიანობა შემოგქონდა;...