მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 6:13

12. შჭამდე რაჲ უკუე და განსძღე.13. ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა, უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე და მას მხოლოსა ესვიდე და სახელსა მისასა ჰფუცვიდე.14. არა შეუდგე შენ კუალსა ღმერთთა უცხოთა, კერპთა მათ წარმართთასა, რომელნი-იგი გარემო იყვნენ თქუენსა.
მეორე სჯულისა თავი 6
13. ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა, უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე და მას მხოლოსა ესვიდე და სახელსა მისასა ჰფუცვიდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება:

...იჩნევს? მაგრამ რა არის მათი ბრძნული სიტყვა? და როგორ, ამბობს, შემოგყავს სხვა უფალი, როცა წერილი ცხადად ამბობს: „უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს“ (), „მას მხოლოსა ჰმსახურებდე“ (), და „არა არს სხუა ღმერთ მისა გარე“ ()?

მაშ, მითხარი, ვის მიმართ არის ეს ნათქვამი? უპირველესად, ის სიტყვები შენს უმადურებას მიემართა, იუდეველო. რატომ არ ითქვა ასეთი რამ არც აბრაამისთვის, არც ისააკისთვის, არც იაკობისთვის, არც მოსესთვის, არამედ მხოლოდ შენთვის, როცა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ხბოს ქმნიდი? რის გამო, მითხარი? თუ თავად ვერ ხვდები, მიზეზი ჩემგან ისწავლე. რადგან, გამოსვლის შემდეგ ხბო რომ გააკეთე, ბეელფეგორს მიეძღვენი და ღმერთების დასისკენ იყავი გახელებული, ის ურჯულო მრავალღმერთიანობა შემოგქონდა; ამიტომ შენი სენის შესაკავებლად, არარსებული ღმერთებისგან გასარჩევად, სიტყვა „ერთი“ დ...

სრულად ნახვა