...ამით კი თითოეული წმინდანი ბრწყინვალედ გამოჩნდება.
ასევე დავითმაც, როცა ხედავდა, რომ ის ღვთივმოვლენილი რისხვა ერისკენ მოდიოდა, წყლულებას საკუთარ თავზე იხმობდა და ამბობდა: „მე, მწყემსმა, შევცოდე, და მე, მწყემსმა, ბოროტი ვქმენ; ამათ კი, სამწყსომ, რა გააკეთეს?“ ()1. „ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!“ (). პატრიარქი აბრაამიც, თუმცა შორს იდგა ბოროტებათაგან და არაფერი ჰქონდა საერთო იმ უბედურებებთან, რომლებიც სოდომელებს უნდა დასტყდომოდათ, ისე ევედრებოდა და ემუდარებოდა ღმერთს, თითქოს თვით იმ საშინელებათა შუაგულში შესულიყო. იგი ყველაფრის კეთებასა და თქმას არ შეწყვეტდა, რათა ის მძიმე ხანძარი ჩაექრო, ღმერთი რომ მას არ განშორებოდა. ახალ აღთქმაში მყოფებმა კი ამაზე უფრო დიდი სათნოებაც აჩვენეს, რადგან უფრო დიდ მადლს ეზიარნენ და უფრო ვრცელ ასპარეზებზე იყვნენ მოწოდებულნი. ამიტომ პეტრეც, როცა ქრი...