მეორე მეფეთა 24:13
12. წარვედ და ეტყოდე დავითს: ესრეთ იტყჳს უფალი, სამსა ამას მოვავლინებ შენ ზედა, ხოლო შენ გამოირჩიე თავისა შენისა ერთი რაიმე მათგანი, რომელი ვყო შენთჳს!13. და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: გამოირჩიე თავისა შენისა ერთი ამათგანი: ანუ სამ წელ სიყმილი პურისა ქუეყანასა ზედა შენსა, ანუ სამთავე მეოტად წარქცევა მტერთაგან სულშეუქცეველად, ანუ სამსა დღესა სიკუდილი კაცთა ქუეყანასა შენსა. და აწ შენ განიზრახე და მითხარ მე, რა მივართვა მომავლინებელსა ჩემსა?14. მიუგო დავით გადსა და ჰრქუა: სამივე სიმძიმე არს ჩემ ზედა, ხოლო უმჯობეს არს ჩემდა შევრდომა ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არს წყალობა მისი, ნუმცა შევარდები მე ჴელთა კაცთასა (და გამოირჩია დავით სამ დღე სიკუდილი კაცისა. და იყუნეს დღენი იფქლის მკისანი).
მეორე მეფეთა თავი 24