მეორე მეფეთა 24:22
21. და ჰრქუა ორნია: რა არს, უფალო ჩემო, მეფე, რასა მოხვალ მონისა შენისსა? მიუგო დავით და ჰრქუა: მოსყიდად კალოსა ამის შენისა და აღშენებად მას ზედა საკურთხეველი უფლისა ღმრთისა, რათა დასცხრეს მოსრვა ესე ერსა ამასა ზედა!22. მიუგო ორნია დავითს და ჰრქუა: მიიღენ უფალმან ჩემმან მეფემან და ყავნ ბრძანებისაებრ უფლისა ღმრთისა, და ვითარცა სათნო-უჩნს! და, აჰა, ეგერა, არიან ჴარნი ეგე მსხუერპლად და უღელი და საჴნველი და ყოველივე ჭურჭელი კალოსი მრგულიად დასაწველთათჳს შეშად!23. ყოველივე მისცა ორნია მეფესა და ჰრქუა: შეიწირენ უფალმან ჴელთაგან შენთა!
მეორე მეფეთა თავი 24