...ენ გადასვლას და იმ შეურაცხმყოფლის მოკვეთას, რომელიც ასეთ უმსგავსო სიტყვებს ამბობდა, როგორი სიბრძნით სავსე სიტყვები წარმოთქვა დავითმა! ხოლო იმ მამის მცემელ და თავაშვებულ ჭაბუკს როგორ აბარებს თავის სარდლებს და ამბობს: „ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს!“ ()? და როცა დასაწყისში თავის ძმებს ელაპარაკებოდა, რომლებიც მომავალი გამარჯვების გამო შურით იწვოდნენ და ავი თვალით უყურებდნენ, გაიაზრე, როგორი სიმშვიდით ესაუბრება მათ და ამბობს: „ანუ სიტყუანი არიანა სამე?“ (). მოსე კი? მათთვის, ვინც მას ქვებს ესროდა, მათთვის, ვინც, რამდენადაც მათზე იყო დამოკიდებული, სასიკვდილოდ იმეტებდა, მოისმინე, რას ამბობს: „და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ. უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე“ (). და კვლავ, როცა სხვები მას შურისაკენ აღძრავდნენ და აღშფოთებისაკენ აქეზებდნენ, მან ის ბრძნული სიტყვები წარმოთქვა: **„და ვინ მომცეს...