მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე მეფეთა 18:33

32. და ჰრქუა მეფემან ქუშის: ცოცხლებით არს ყრმა იგი ჩემი აბესალომ? და ჰრქუა ქუშიმ მეფესა: შეიქმნედ ყოველნი მტერნი მეფისანი, ვითარცა ყრმა იგი უფლისა ჩემისა მეფისა და რომელნი აღდგომილ იყუნეს შენ ზედა ბოროტებით!33. და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ!
მეორე მეფეთა თავი 18
33. და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
12. ღმრთის მუქარის კაცთმოყვარული მიზანი:

...ამბობენ, რომ ეს აქიტოფელის შესახებ ითქვა. რადგან ერთსა და იმავე კაცს არ შეჰფეროდა, ეთქვა: „ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს“ (); და უბედურების შემდეგ: „ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ“ ()? და ახლა ეს სიტყვებიც ეთქვა; არამედ ის სიტყვები ბუნებისგან შეპყრობილმა თქვა, ახლა კი სულიწმიდისაგან შთაგონებულმა. თუმცა, იქნება აბესალომის შესახებ თქმულა თუ აქიტოფელის შესახებ, ნათქვამი უნდა განვიხილოთ; რადგან პირთა ვინაობაზე ბევრი არ მაქვს სათქმელი.

13. ბოროტების სალმობა და სინდისის სამსჯავრო

მაშ, აქედან რას ვსწავლობთ? აჩვენებს, რომ „ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა.“ (); და როგორც მშობიარობის სალმობით შეპყრობილი დედაკაცები ამ სალმობისაგან იგლიჯებიან, ასევე მზაკვრობის მოქმედიც, ვიდრე მოყვასს ავნებდეს, თვითონვე იგლიჯება და იტანჯება, თანაც არა ჩვეულებრივად, არამედ დიდი სიმწვავით. ამიტო...

სრულად ნახვა