...ენ გადასვლას და იმ შეურაცხმყოფლის მოკვეთას, რომელიც ასეთ უმსგავსო სიტყვებს ამბობდა, როგორი სიბრძნით სავსე სიტყვები წარმოთქვა დავითმა! ხოლო იმ მამის მცემელ და თავაშვებულ ჭაბუკს როგორ აბარებს თავის სარდლებს და ამბობს: „ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს!“ ()? და როცა დასაწყისში თავის ძმებს ელაპარაკებოდა, რომლებიც მომავალი გამარჯვების გამო შურით იწვოდნენ და ავი თვალით უყურებდნენ, გაიაზრე, როგორი სიმშვიდით ესაუბრება მათ და ამბობს: „ანუ სიტყუანი არიანა სამე?“ (). მოსე კი? მათთვის, ვინც მას ქვებს ესროდა, მათთვის, ვინც, რამდენადაც მათზე იყო დამოკიდებული, სასიკვდილოდ იმეტებდა, მოისმინე, რას ამბობს: „და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ. უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე“ (). და კვლავ, როცა სხვები მას შურისაკენ აღძრავდნენ და აღშფოთებისაკენ აქეზებდნენ, მან ის ბრძნული სიტყვები წარმოთქვა: **„და ვინ მომცეს...
მეორე მეფეთა 18:5
4. მიუგო მეფემან და ჰრქუა: კეთილ არს, რაჲცა გნებავს, იგიცა ვყო! და დადგა მეფე ერთკერძო ბჭეთა მათ და გამოვიდოდა ერი იგი ასეულობით და ათასეულობით.5. და შეუთულიდა მეფე იოაბს და აბესას და ეთი გესელსა ერისთავთა მათ, და ყოველსა ერსა ესმოდა ბრძანება იგი მეფისა, და ჰრქუა მათ: ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს!6. და გამოვიდა ყოველი იგი ერი და განეწყვნეს ველსა წინაშე ერისა მის ისრაჱლისა. იყო ბრძოლა მაღნარსა მის თანა ეფრემისასა.
მეორე მეფეთა თავი 18