...უტევა ყოველივე იგი, რომელი შეემთხჳა, და ძჳრისმეტყუელებისა მისთჳს სემიესა მისაგებელსა ეძიებდა ღმრთისაგან და იტყოდა: „აცადეთ, მგმობდეს და მწყევდეს. ვინ უწყის, უფალსა თუ ურქუამს, ვითარმედ ძჳრისმეტყუელად აღუდეგ დავითს, რაჲთა იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ“.
ეგრეთვე პავლე არა ტანჯვათა ხოლო და დევნულებათა, არამედ ყუედრებათაცა დიდად საქებელ-ჰყოფს და მიუწერს: „მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ, ესე არს, ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველ იქმნენით“. ვინაჲთგან უკუე ესრეთ საჭირო არს და შესაწუხებელ საქმე ესე, ამისთჳს სასყიდელი ფრიადი აღუთქუა უფალმან არა ამას საწუთროსა, არამედ ცათა შინა, სასოებითა მით საუკუნოჲთა, დაუსრულებელითა მით და წარუვალითა. და იხილე, რავდენთა მცნებათა შემდგომად დადვა ესე. არა თუ ცუდად ქმნა, არამედ რაჲთა აუწყოს, ვითარმედ უკუეთუ ვინ არა პირველად იგი ყოველივე მოიგოს და ყოვლითავე შეიჭუროს, ვერ ჴელ-ეწიფების ამას ასპარეზსა შესლვად. ამისთჳსცა პირველითგან იწყო და შემდგომითი შემდგომად ვითარცა ჯაჭჳ ოქროჲსა შეგჳთხზნა, რამეთუ რომელი მდაბალ იყოს და შემუსრვილ...