...რევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“** (). დავითიც, როდესაც სემეიმ დაწყევლა, ამბობდა: „მიუშვი იგი, მწყევლოს, რადგან უფალმა უბრძანა მას, რათა უფალმა იხილოს ჩემი დამდაბლება“ ()3. და ყველგან საღვთო წერილში ვპოვებთ, რომ მათ, ვინც ჭირს მადლობით იტანენ, არა მხოლოდ მრავალი ცოდვა ეხსნებათ, არამედ აქედან ღმრთის წინაშე არც მცირე კადნიერებას მოიპოვებენ.
„მო-რა-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი“ (). როცა სულმოკლე ადამიანები განსაკუთრებით ეცემიან და მრავალი მათგანი საძაგელ სიტყვებსაც ამბობს, სწორედ მაშინ ეს კაცი ყველაზე მეტად სულიერ სიბრძნეს იჩენს, რადგან მოშურნეობის მასწავლებლად ჭირი ჰყავს. ამიტომ, როცა დაინახავ ვინმეს, ვინც ჭირის გამო სასოს წარიკვეთს ან მწარე სიტყვას იტყვის, მიზეზად ჭირი ნუ მი...