მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე მეფეთა 16:7

6. და ქვითა ესროდა დავითს და ყოველთა მონათა მისთა, და ყოველივე გუნდი მოვიდოდა მარჯუენით და მარცხენით მეფისა.7. სემეი ესრეთ იტყოდა წყევასა მას მისსა: განგვალე, განგვალე, კაცი ეგე მოსისხლე და სავსე უსჯულოებითა!8. და აწ მოაწია უფალმან შენ ზედა სისხლი იგი საულისი, რამეთუ მეფობდ შენ მის წილ და მისცა უფალმან მეფობა შენი აბესალომს, ძესა შენსა, და აღასრულა შენ ზედა უკეთურება შენი, რამეთუ კაცი მოსისხლე ხარ და ურჯულო!
მეორე მეფეთა თავი 16
7. სემეი ესრეთ იტყოდა წყევასა მას მისსა: განგვალე, განგვალე, კაცი ეგე მოსისხლე და სავსე უსჯულოებითა!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ღვთის დიდება და მართლის განსჯა:

...ქმედ კაცად მიიჩნევდნენ, რადგან იქედნე მის ხელს ეკიდა. ამიტომაც ამბობდნენ: „რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა“ (). სემეიც დავითს ასე უწოდებდა: „კაცი ეგე მოსისხლე“ (), და ამ უბედურების გამო მის შესახებ ასეთი ბოროტი განაჩენი გამოიტანა.

8. ღმრთის სიყვარული და ჭირთა სარგებელი

ამრიგად, რათა თქვენც იგივე არ შეგემთხვეთ, მოდით, ამ საკითხებზე ცოტა ვისაუბროთ. რადგან ბევრისგან მესმის: „ღმერთს რომ ღარიბები უყვარდეს, ღარიბებად ყოფნას არ დაუშვებდა“; და სხვებისგანაც, როცა ხედავენ, რომ ვინმე უძლურებასა და ხანგრძლივ სნეულებას ებრძვის: „სად არის ამა და ამის მოწყალებანი?“ „სად არის მისი კეთილი საქმეები?“ ამიტომ, რათა ასეთ რამეში არ შესცოდოთ, ეს საკითხი განვმარტოთ. რადგან, თუ გონიერი ადამიანი არც სიკეთის მოძულე და არც ბოროტების მოყვარული შეიძლება იყოს, შენ როგორ ბედავ, უფლის შესახებ ასეთი რამ თქვა: ღმერთს სძულს სიღარიბეში...

სრულად ნახვა