მოციქულისაჲ. (1) და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.
თარგმანი. ისე ყოველი იქმნას მოსლვასა ანტჱსსა, რაჟამს ოთხნი იგი ანგელოზნი დგენ ოთხთა კიდეთა აღსრულებად ბრძანებათა ღმრთისათა. ხოლო დამჭირვაჲ ქართაჲ სოფლისა წესიერებისა დაჴსნაჲ არს და სატანჯველთა სახჱ, რამეთუ ქართა მიერ იზარდებიან ნერგნი და ივლების ზღუაჲ სამსახურებელად.