მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 7:9

8. თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ.9. და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები.10. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 7
9. და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები.
წიგნი 7
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.

თარგმანი. ისე ყოველი იქმნას მოსლვასა ანტჱსსა, რაჟამს ოთხნი იგი ანგელოზნი დგენ ოთხთა კიდეთა აღსრულებად ბრძანებათა ღმრთისათა. ხოლო დამჭირვაჲ ქართაჲ სოფლისა წესიერებისა დაჴსნაჲ არს და სატანჯველთა სახჱ, რამეთუ ქართა მიერ იზარდებიან ნერგნი და ივლების ზღუაჲ სამსახურებელად.

მოციქულისაჲ. (2) და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისაჲ და ზღჳსაჲ.

თარგმანი. უზეშთაესი ძალი იხილა წმიდამან მან ანგელოზთაჲ, რომელი უბრძანებდა მტანჯველთა მათ ანგელოზთა, რაჲთა არაჲ ქმნან უშჯულოთა მათ ზედა, ვიდრემდე დაისწავლნენ წმიდანი და განყვნენ უკეთურთაგან, რაჲთა არა წარწყმდენ მართალნი ცოდვილთა თანა.

მოციქულისაჲ. (3) ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა.

თარგმანი. ისე ბეჭედი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის