მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 7:14

13. და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან?14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა.15. ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 7
14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა.
წიგნი 7
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.

თარგმანი. ისე ყოველი იქმნას მოსლვასა ანტჱსსა, რაჟამს ოთხნი იგი ანგელოზნი დგენ ოთხთა კიდეთა აღსრულებად ბრძანებათა ღმრთისათა. ხოლო დამჭირვაჲ ქართაჲ სოფლისა წესიერებისა დაჴსნაჲ არს და სატანჯველთა სახჱ, რამეთუ ქართა მიერ იზარდებიან ნერგნი და ივლების ზღუაჲ სამსახურებელად.

მოციქულისაჲ. (2) და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისაჲ და ზღჳსაჲ.

თარგმანი. უზეშთაესი ძალი იხილა წმიდამან მან ანგელოზთაჲ, რომელი უბრძანებდა მტანჯველთა მათ ანგელოზთა, რაჲთა არაჲ ქმნან უშჯულოთა მათ ზედა, ვიდრემდე დაისწავლნენ წმიდანი და განყვნენ უკეთურთაგან, რაჲთა არა წარწყმდენ მართალნი ცოდვილთა თანა.

მოციქულისაჲ. (3) ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა.

თარგმანი. ისე ბეჭედი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის