მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარჱ მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ.ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.
თარგმანი. კრავად უეჭუელად ქრისტეს იტყჳს. ხოლო მთასა ზედა სიონსა_ არა ძუელსა მას, არამედ ახალსა ცხოველისა ღმრთისა ქალაქისასა. ხოლო ესე ათასეულნი ახალსა შჯულსა შინა გამოჩინებულნი ქალწულნი არიან, რომელთაჲ გარეგანიცა კაცი ქალწულ იყოს და შინაგანიცა, რამეთუ ძუელსა მას შჯულსა შინა ძნიად იპოებოდა საქმჱ...