მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 14:4

3. და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან.4. ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან; ესენი არიან, რომელნი შეუდგენ კრავსა მას, სადაცა ვიდოდის; ესენი იესუჲს მიერ სყიდულ არიან კაცთაგან შესაწირავად ღმრთისა და კრავისა.5. და არა იპოვა პირსა მათსა ტყუვილი, რამეთუ უბიწო არიან წინაშე საყდრისა ღმრთისაჲსა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 14
4. ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან; ესენი არიან, რომელნი შეუდგენ კრავსა მას, სადაცა ვიდოდის; ესენი იესუჲს მიერ სყიდულ არიან კაცთაგან შესაწირავად ღმრთისა და კრავისა.
წიგნი 14
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარჱ მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ.ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.

თარგმანი. კრავად უეჭუელად ქრისტეს იტყჳს. ხოლო მთასა ზედა სიონსა_ არა ძუელსა მას, არამედ ახალსა ცხოველისა ღმრთისა ქალაქისასა. ხოლო ესე ათასეულნი ახალსა შჯულსა შინა გამოჩინებულნი ქალწულნი არიან, რომელთაჲ გარეგანიცა კაცი ქალწულ იყოს და შინაგანიცა, რამეთუ ძუელსა მას შჯულსა შინა ძნიად იპოებოდა საქმჱ ესე ქალწულებისაჲ. ამისთჳს სხუანი არიან ესენი და არა იგინი არიან, რომელნი პირველ თქუნა ყოველთაგან ძეთა ისრაჱლისათა ათორმეტი ათასი, რამეთუ მათთჳს ქალწულებაჲ არა უთქუამს და ამათ ყოველთა შუბლნი ნათლითა მით საღმრთოჲთა დაბეჭდულ არიან.

მოციქულისაჲ. (2) და მესმა ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ, და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა. (3ა) და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა.

თარგმანი. ყმაჲ იგი წყალთა მრავალთაჲ და მეათძალეთაჲ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის