...ი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.“** (). ღმერთმა, როცა ეს პირობები დაადგინა, მათ ხელში წერილი ჩააბარა; ისინიც კვლავ ამბობდნენ: „ყოველი, რაოდენი თქუა უფალმან, ვყოთ და ვისმინოთ.“ ().
შემდეგ, როცა ხედავს, რომ ერთმა მხარემ პირობები დაარღვია, სიტყვას ადგილთან მიმართავს, ყოველი მხრიდან აღძრავს შემავედრებელ სიტყვებს და ამბობს: „რამეთუ გამოირჩია ღმერთმან სიონი და სათნო-იყო სამკჳდრებელად თჳსა:“ () „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე.“ (). ესე იგი: ადგილი ადამიანმა კი არ აირჩია, არამედ ღმერთმა განაჩინა იგი, მათი უძლურებისადმი გარდამომავალმა. ამრიგად, რასაც ამბობს, ასეთია: „ვინც აირჩიე, ვინც გამოირჩიე, ვისაც განაჩინე და ვინც გამოსადეგად სცან, არ დაუშვა, რომ დაიშალოს და დაიღუპოს“. რადგან ამას ამბობდი: **„ამას და...