გამოსლვათა 24:2
1. და მოსეს ჰრქუა: აღმოვედით ჩემდა შენ და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდაათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა და თაყუანის-სცენ შორით უფალსა.2. და მიეახლოს მოსე ხოლო ღმერთსა, ხოლო იგინი არა მიეახლნენ და ერი არა თანააღმოვიდეს მათ თანა.3. ხოლო შევიდა მოსე და მიუთხრნა ერსა ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი და სამართალნი. და მიუგო ყოველმან ერმან ერთითა ჴმითა მეტყუელმან: ყოველნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი, ვყვნეთ და ვისმინნეთ.
გამოსლვათა თავი 24