...ფიცრები გადააგდო და დაამსხვრია, რადგან შეუფერებლად მიიჩნია უფლის მცნებათა გადაცემა ლოთობასა და ურჯულოებაში მყოფი ხალხისთვის. ამიტომ ამ საკვირველ წინასწარმეტყველს კიდევ ორმოცი დღე მარხვა დასჭირდა, რათა კვლავ ღირსი ყოფილიყო ზეგარდმო მიეღო და ხალხისთვის მოეტანა ფიცრები, რომლებიც მათი ურჯულოების გამო დამსხვრეულიყო (). დიდმა ელიამაც იმდენივე დღე იმარხულა და სიკვდილის ბატონობას გადაურჩა, ცეცხლოვანი ეტლით „თითქოსდა ცად" ამაღლდა და დღემდე სიკვდილი არ განუცდია (4 მეფ 2:1, 11). სურვილთა კაციც, მრავალი დღე მარხვაში გაატარა რა, იმ საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა (); მანვე ლომთა მრისხანება დააოკა და ცხვართა სიმშვიდედ აქცია (დან 6:16–23, 14:30–39), არა ბუნების შეცვლით, არამედ განწყობის ცვლილებით, თუმცა მათი ნადირული ბუნება იგივე დარჩა. ნინეველებმაც მარხვით უფლის განაჩენი აიცილეს, ადამიანებთან ერთად უტყვი ცხოველებიც ამარხულეს რა, და ამგვარად, ყველანი ბოროტი საქმეებისგან განეშორნენ და სამყაროს მეუფე კაცთმოყვარეობისკენ მოაქციეს (). მაგრამ რისთვის მივმართავ ჯერ კიდევ მონებს (შეგვიძლია მრავალი სხვაც ჩამოვთვალოთ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), რ...
გამოსლვათა 24:18
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ა მას ზედა სინასა ეჩუენა რაჲ ღმერთი მოსეს და უნდა, რაჲთა შიში დასდვას უგულისჴმოთა მათ და გულფიცხელთა ჰურიათა, ღრუბელი ბნელისაჲ გამოაჩინა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა მოსე ნისლსა მას და ღრუბელსა. და ვითარცა კუამლი საჴუმილისაჲ აღვიდოდა ნისლი იგი და ღრუბელი, და ქუხილი იყო და ელვაჲ და ჴმაჲ სასტიკებისაჲ“. ; (19,16,18) და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს რისხვისა მისისათჳს, ვითარმედ: „ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა“. ხოლო აქა ვინაჲთგან არა შეშინებაჲ ენება, არამედ სწავლად მოციქულთა და უწყებად ჭეშმარიტებისა, ამისთჳს ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა. და ძუელსა მას შინა ნისლი იყო და არმური, ხოლო აქა - ნათელი თუალთშეუდგამი და ჴმაჲ სიხარულისაჲ.
პეტრე იტყოდა, ვითარმედ: „ვქმნეთ სამ ტალავარ“, ხოლო ღმერთმან ღრუბელი ნათლისა - ტალავარი ჴელითუქმნელი - მოჰფინა და ძე იგი საყუარელი წამა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“.
ხოლო ჴმაჲ ესე რაჲ ისმა, რაჲთა არა საგონებელ იქმნას, ნუუკუე სხჳსა ვისმე მათგანისა იყო ჴმაჲ იგი, არამედ ცნან მოწაფეთა, ვითარმედ ქრისტესთჳს არს, ამისთჳს მოწევნასა მას ჴმისასა მოსე და ელია უჩინო იქმნეს, და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მხოლო...