...ჴედ მაღალსა და წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები კაცთა შორის“** (). ოდესღაც იუდეველებმაც აღავლინეს გამარჯვების საგალობელი, როცა ეგვიპტელთა ბანაკი ზღვაში ინთქმებოდა, და ამბობდნენ: „უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“ ().
მაგრამ ჩვენი გამარჯვების ხმა ბევრად უფრო დიდია: არა ეგვიპტელები ჩაიძირნენ, არამედ დემონები; არა ფარაონი დამარცხდა, არამედ ეშმაკი; არა ხილული იარაღი იქნა აღებული, არამედ ბოროტება მოისპო; არა მეწამულ ზღვაში, არამედ მეორედ შობის საბანელში; არა აღთქმის მიწისკენ გამოვდივართ, არამედ ზეცისკენ გადავდივართ; არა მანანას ვჭამთ, არამედ მეუფის სხეულით ვიკვებებით; არა კლდიდან წყალს ვსვამთ, არამედ გვერდიდან გამომდინარე სისხლს. ამიტომ ამბობს: „აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი“ (), რადგან ქვებისა და ხეებისგან გათავისუფლებულებმა ცანი გადალახეთ, ცათა ცასაც გადააჭარბეთ და თვით სამეფო საყდართან დადექით. ამიტომ „ღაღადებდით ღმრთისა მიმართ“ (),...