...მაც, როცა ტკივილის სიმწარის წარმოჩენა სურდა, ამ საქმეს სალმობა უწოდა. რადგან სადაც კი წმიდა წერილს სურს, აუტანელი ტკივილი გვიჩვენოს, მას სალმობის სახელით აღწერს. ამიტომაც სხვაგანაც ამბობს: „სალმობამან შეიპყრნა მკჳდრნი ფილსტიმისანი.“ (), ესე იგი: შიში, ძრწოლა, ტანჯვა და ტკივილი. და კვლავ პავლე ამბობს: „რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“ (). აქ ორ რამეზე მიანიშნებს: აუტანელობაზეც და მოულოდნელობაზეც. და ეზეკიაც ამბობს: „რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად.“ () ამით იგი სალმობის მეშვეობით საკუთარ აუტანელ შიშსა და ტკივილს აჩვენებს.
სწორედ ასევე ამბობს აქაც წინასწარმეტყველი. რადგან თუნდაც ვინმე ურიცხვგზის ბოროტი იყოს, სინდისის სამსჯავრო არ იხრწნება; იგი ხომ ბუნებრივია და დასაბ...