...ით. ისინი კი ამბობდნენ, რომ მანანის გამო სული დაეშრათ: „სული ჩუენი დამდნარ არს“ (). და კიდევ ამბობდნენ: „არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა?“ (). პავლე კი ამბობდა: „მიხარის ვნებათა მათ შინა“ და „აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა“ ().
რომელ ვნებებს გულისხმობს? შიმშილს, წყურვილს, სიშიშვლეს და ყოველივე სხვას. „მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“ (). ხოლო როგორ შეიძლება ეს მოხდეს? თუ გულმოდგინე სიზუსტითაც გვეშინია ღმერთი და გვიყვარს იგი; თუ თვით სათნოების ბუნებასაც ჩავუკვირდებით. რადგან სხვა ჯილდოებზე უწინ სათნოებას თავისთავად აქვს საზღაური. რადგა...