...„გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი“ (). აქ ღაღადებას ხმის სიმაღლეს კი არ უწოდებს, არამედ გონების განწყობას. რადგან მოსესაც, რომელიც დუმდა, ეუბნებოდა: „რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ?“ (). არ უთქვამს: „რას ლოცულობ ჩემდამი?“ არამედ: „რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ?“ (). რადგან მოსე ღმერთს დიდი მხურვალებით მიეახლებოდა. ამიტომ, რათა ისწავლო, რომ აქაც ღაღადებას კი არა, გონების განწყობასა და დაძაბულ გულმოდგინებას გულისხმობს, არ უთქვამს: „ისმინე ჩემი ღაღადება“, არამედ რა? „გულისხმა-ყავ“, ესე იგი, ზედმიწევნით გაიგე. რადგან, თუნდაც ადამიანური სიტყვებით სარგებლობს, თვით ამ ადამიანურ სიტყვებშიც სწორად განწყობილ შინაგან მდგომარეობას ცხადყოფს.
„მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა“ (