...ნიც? განა ყველაფერი არ ცრუობს და არ ატყუებს? თუნდაც დიდება ახსენო, თუნდაც სიმდიდრე, თუნდაც ძალაუფლება, ყველაფერი ამაოებაა. ამიტომაც ეკლესიასტე ამბობდა: „ამაოება ამაოთა“ ... „ყოველივე ამაო“ (). სწორედ ამის გამო იტანჯება წინასწარმეტყველი, როცა ცხოვრებაში ასეთ უგუნურებას ხედავს.
რადგან, ვინმეს რომ დაენახა კაცი, რომელიც ნათელს გაურბის და სიბნელეს მისდევს, ეტყოდა: რატომ აკეთებ ამ უგუნურებას? ასევე თვითონაც ამბობს: „რად გიყუარს ამაოება და ეძიებთ სიცრუესა?“ (). „გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „მაგრამ იცოდეთ, რომ საკვირველად წარმოაჩინა“. ხედავ წინასწარმეტყველის სიბრძნეს? საიდან აჰყავს ისინი ღვთის შემეცნებისაკენ?...