მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეკლესიასტე 1:2

1. სიტყუანი ეკლესიასტესნი, ძისა დავითისნი, მეფისა ისრაჱლისანი, იერუსალიმს2. ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო3. რა უმეტეს არს კაცისა, ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურების მზესა ამას ქუეშე
ეკლესიასტე თავი 1
2. ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოვ დღისა მისთჳს საშინელისა; და ვითარმედ მრავალნი მცირედისა და უნდოჲსა შრომისათჳს დააკლდებიან კეთილთა მათ საუკუნეთა:

...ჰმონებდეს. რაჲსათჳს ცეცხლად შთააბნევ შრომა-თა შენთა? რაჲსათჳს ჰაერთა სცემ? რაჲსათჳს ამაოდ ჰრბი შენ?

არა ყოვლისავე ჴელოვანებისა აღსასრული არსა? ჰე, ჭეშმარიტად. აწ უკუე მიჩუენე შენცა შრომათა მათ და რუდუნებათა სოფლიოთა აღსასრული. გარნა ვერარაჲ ძალ-გიც ჩუენებად, რამეთუ „ამაოებაჲ ამაოებისაჲ, ყოველივე ამაო არს“. ხოლო უკუეთუ ჩემ თანა დასდვა ნაწილი შენი და ჩემთჳს იყოს შრომაჲ შენი, მიგცე შენ სამკჳდრებელად სასუფეველი ცათაჲ, და ჰსუფევდე ჩემ თანა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა.

ძმანო ჩემნო საყუარელნო, არა გესმისა სიტყუანი ესე უფლისანი? ჭეშმარიტად ამას ყოველსა მეტყჳს ჩუენ და ფრიად უმრავლესსა. უკუეთუ ვისმინოთ მისი, ნეტარ იყოს ჩუენდა; უკუეთუ ურჩ ვექმნეთ, ვაებაჲ საუკუნოჲ მოგუეცეს. ეჰა საქმე ღირსი მრავლისა ცრემლისა და გოდებისა, რომელ საძაგელებაჲ ამის სოფლისაჲ და გულისთქუმანი ბილწებისანი საწადელ არიან ჩუენდა, ვიდრეღა კეთილნი იგი საუკუნენი.

განვიდეთღა, კაცო, სამაროვანად; მიჩუენე მამაჲ შენი და დედაჲ შენი ანუ სხუაჲ თჳსთაგანი. გულისხმა-ყავ, რამეთუ შენცა ეგრეთვე ყოფად ხარ შემდგომად მცირედისა. სადა არს, რომელი-იგი ოქროჲთა შემკობილ იყო და ოქროქსოვილი ემოსა, რომელი-იგი ეტლთა ზედა ოქროქანდაკებულთა აღმჴედრებულ იყო, და მჴედრები ათასეული წინაშე უვიდოდა, და ქად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნჱ ამპარტავანებისათჳს:

...ა თუალნი გონებისა მისისანი დაუბნელებიან; ყოველთავე ზედა მაღლოინ, იქადინ ჴორციელთა და ცუდ-თა საქმეთათჳს, დიდებისათჳს წარმავალისა, გინა სიმდიდრისა, გინა თუ ძლიერებისა, ანუ თუ დიდებულთა შვილებისა.

კაცო, რაჲსათჳს ჰზუაობ და იქადი ესევითართა ამათ საქმეთა ზედა? ესე ყოველი „ამაოებაჲ არს ამაოებისაჲ, ყოველივე ამაო“, იტყჳს წერილი. რაჲ არს დიდებულთა შვილებაჲ? არარაჲ არს, გარნა სახელი ხოლო, საქმეთაგან ცარიელი, და ესე სიტყუაჲ კეთილად და განცხადებულად სცნა დღესა მას სიკუდილისასა.

ხოლო გნებავს თუ, აქავე გულისჴმა-ყავ, რამეთუ არცა ერთი რაჲ არს ამის საქმისაგან უმეტესობაჲ. ამისთჳსცა ყოველნივე განსაცდელნი სოფლიონი მო-თუ-იწინენ, გინა თუ ბრძოლაჲ, გინა თუ ძრვაჲ, გინა თუ სნებაჲ, ანუ თუ სიკუდილი, სწორებით მოვლენ მდიდართა ზედა და გლახაკთა. და ვითარცა-იგი გლახაკსა არა ჰრიდებენ, ეგრეთვე არცა მდიდარსა და დიდებულთა შვილსა.

და ამასცა ვიტყჳ, ვითარმედ: უმეტესადღა მდიდართა ზედა მოიწევიან განსაცდელნი და მწუხარებანი, ვიდრეღა გლახაკთა. მდიდართა ზედა არიან შიშნი მეფეთანი, მთავართა და ჴელმწიფეთა უზეშთაესთანი; არა მრავალნი ტაძარნი მდიდართანი და სახლნი შუენიერად გამოქანდაკებულნი დაირღუნესა ბრძანებითა მეფეთაჲთა, გინა თუ განდგომილებითა ერისაჲთა? და ყოველი სიმდიდრე მათი ი...

სრულად ნახვა