მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი რომელნი გეტყოდეს თქვენ სიტყვათა მათ ღმრთისათა: და ჰხედვიდით გამოსვლასა მას ცხორებისა მათისასა, და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. (ებრ.13, 7).
წმიდა მოციქული პავლე, სიტყვათა ამათ შინა, მოგვიწოდებს ჩვენ, ქრისტიანეთა, რათა მოვიხსენებდეთ წინამძღვართა მათ, რომელთაგან მიგვიღია და გვისწავლია სიტყვა ღვთისა, და უყურებდეთ განსვლასა, ანუ აღსასრულსა მათისა ცხოვრებისასა, ესე იგი რანაირად გაუტარებიათ მათ თვისი ცხოვრება, და ვბაძევდეთ, ანუ ვემსგავსებოდეთ მათ...


