მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:16

15. და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.16. ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა,17. რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
16. ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა,
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ“ ().

1. საღმრთო წერილი და მოციქულის აღსასრულის ნუგეში

ყოველი მხრიდან მრავალი შეგონება და ნუგეში რომ მისცა, ბოლოს საღმრთო წერილთაგან მომდინარე ნუგეშსაც დასძენს, რომელიც უფრო სრულყოფილია; და სამართლიანადაც იძლევა ამდენ შეგონებას, რადგან დიდი და სამწუხარო რამ უნდა ეთქვა. რადგან თუ ელისემ, რომელიც მასწავლებელთან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იყო და მას სიკვდილის ჟამს მომაკვდავად ხედავდა, თავისი სამოსელი შემოიხია, რას ფიქრობ, რა დაემართებოდა მას, ვინც მასწავლებელს ასე უყვარდა და თვითონაც ასე უყვარდა მასწავლებელი, როდესაც ესმოდა, რომ მასწავლებელი კვდებოდა და რომ მისი სიკვდილისწინა ჟამითაც ვერ ისარგებლა, რაც ჩვეულებრივ ყველაზე მეტად ამწუხრებს? რადგან გარდასული დროისათვის ისეთ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. წარსულის ხსოვნა ჭირში ნუგეშად:

...ამიტომ პავლეც ამბობდა: „რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს“ (). და კვლავ: „ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად“ ().

5. ღმრთის საქმეთა ხსოვნა და დაცემულთა აღდგომა

ამიტომ მასაც სწორედ აქედან უკვე ნუგეში მიეცა: ასეთ დიდ ჭირსა და შფოთში მყოფმა საკუთარ თავში ძველი ამბები განიხილა და ღვთის განგებულებანი გაიხსენა, რომლებიც მრავალგვარად აღსრულებულიყო. ამიტომ სხვა თარგმანი ამბობს: „ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა“ (). „და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ“ (). სხვა კი ასე ამბობს: „საქმეთა ჴელთა შენთასა ვზრახევდ“ ()9. ამით აჩვენებს, რომ როცა ამას აკეთებდა, დიდ ნუგეშს იმკიდა და ღვთისადმი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს:

...ილთა.

სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს

და ჩუენცა რაჟამს მწვალებელთა ვეტყოდით, ესრეთ შევიჭურვოდით, რამეთუ „ყოველი წერილი საღმრთო არს და სარგებელ სულისა სწავლად და მხილებად, რაჲთა სრულ იყოს კაცი ღმრთისაჲ ყოვლისა კეთილისა მიმართ“, რამეთუ რომელსა ერთი აქუნდეს კეთილი, და მეორე არა აქუნდეს, იგი არა სრულ არს. რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ილოცვიდეს ფრიად, და მოწყალებაჲ არა აქუნდეს? ანუ მოწყალებაჲ აქუნდეს, გარნა მოტაცებულისაგან, ანუ მაჩუენებლობით კაცთათჳს? ანუ კეთილად იქმოდის მოწყალებასა, გარნა ზუაობდეს, ანუ თუ მდაბალი იყოს, გარნა ვეცხლისმოყუარებაჲ აქუნდეს, დედაჲ იგი ყოველთა ბოროტთაჲ?

„რამეთუ ძირი ყოვლისა ბოროტისაჲ ვეცხლისმოყუარებაჲ არს“, და ვივლტოდით უკუე მისგან, რამეთუ მან სოფელი ყოველი დაუწყნარებელყო. ესე მონებისაგან ქრისტესისა განგუაშორებს, რამეთუ „შეუძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“. ; რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებ...

სრულად ნახვა