...ბობენ, არამედ მხოლოდ ბოროტი ეჭვია? ზემოთ ვთქვი, ამბობს: საჭიროა, რომ ხუცესს „წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან“ ().
ამიტომ შიშით გვიყვარდეს ღმერთი, რადგან „მართალსა შჯულ არა უც“ (); ხოლო მრავალნი, რომლებიც სათნოებას იძულებით მისდევენ და არა საკუთარი ნებით, შიშისაგან დიდ ნაყოფს იღებენ, როცა ხშირად თავიანთ გულისთქმებს მოიკვეთენ. ამიტომ გეენიის შესახებ მოვისმინოთ, რათა ამ მუქარისა და ამ შიშისაგან დიდი რამ ვიმკოთ. რადგან ღმერთმა, რომელიც ცოდვილთა მასში ჩაგდებას აპირებს, ეს მუქარა წინასწარ რომ არ ეთქვა, ბევრი ჩავარდებოდა მასში. რადგან თუ ახლა, როცა შიში ჩვენს სულებს არყევს, მაინც არიან ისეთები, რომლებიც ასე ადვილად სცოდავენ, თითქოს იგი საერთოდაც არ არსებობდეს, მაშინ, ეს რომ არც თქმულიყო და არც დამუქრებულიყო, რა საშინელებას არ ჩავიდენდით? ასე რომ, როგორც მუდამ ვამბობ, გეენია ღმერთის მზრუნველობას სასუფეველზე ნაკლებად როდი აჩვენებს....