მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:9

8. უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა.9. რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღრმთისათა.10. ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
9. რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღრმთისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 31. „და მოიყვანნა თარრა აბრაამ" (დაბ 11:31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. თავმდაბლობა და პავლეს მაგალითი:

...15), ნათქვამია, — თავის ცოდვებს არ ივიწყებს, არამედ მუდმივად გონებაში ატარებს მათ, როგორ არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, დაივიწყოს ისიც კი, რაში, მისი სრული რწმენით, უკვე ნათლისღებისას მიეტევა, არამედ ღაღადებს და ამბობს: „რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად" (). შემდეგ, რათა ჩვენ მისი თავმდაბლობის მთელი სიღრმე შევიცნოთ, დასძინა: „რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა". რას აკეთებ, პავლე? უფალმა თავისი მოწყალებით ყველა ცოდვა შენი მოგიტევა და წაშალა, შენ კი ჯერ კიდევ ახსოვს? ასეა, ამბობს, ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ უფალმა ცოდვებისგან მიხსნა: მაგრამ, როცა ჩემს საქმეებს მოვიფიქრებ და ღვთის კაცთმოყვარეობის უფსკრულს შევხედავ, მაშინ სავსებით ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მისი მადლითა და კაცთმოყვარეობით ვარ ის, რაც ვარ. „არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა", — რომ თქვა, დაუმატა: „ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ" (). ანუ, თუმცა ჩემი მხრიდან ესოდენ დიდი ბოროტება გამოვიჩინე, მაგრამ მისმა გამოუთქმელმა სახიერებამ და მოწყალებამ მიბოძა მიტევება. ხედავ შემუსვრილ სულს, რომელიც მუდმივად იხსენიებს თავი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...ოციქულთა თანაზიარ იქმნა და მოძღურად და მასწავლელად ყოვლისა სოფლისა გამოჩნდა, რომელი პირველ მგმობარი იყო და მდევარი, ვითარცა თჳთ იგი ნეტარი ქადაგებს სახარებასა მას სიხარულით, და არა თუ სირცხჳლ-უჩნდა. ამისთჳსცა ოდესმე იტყჳნ, ვითარმედ: „არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა“; და კუალად იტყჳს: „მოვიდა იესუ ცოდვილთა ცხორებად, რომელთაგანი პირველი მე ვარ“; და მერმე იტყჳს: „გასმიეს ყოფაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ ვსდევნიდი ეკლესიათა ღმრთისათა“. რამეთუ ვითარცა ნაცვალად მიაგებს ქრისტესა მისისა სახიერებისა გამოჩინებასა, რომელ გამოაჩინებს, ვითარმედ ესევითარი იგი მტერი და მბრძოლი ესრეთ აცხოვნა, და ქადაგებს კადნიერებით ბრძოლასა მას, რომლითა ებრძოლა პირველ ქრისტესა, და შემდგომად ამისა სასოწარკუეთილთა ყოველთა მისცა სასოებაჲ ცხორებისაჲ, რამეთუ იტყჳს: „ქრისტემანცა ამისთჳს ესე ყო, რაჲთა ჩემ ზედაცა გამოაჩინოს გარდამატებული იგი სახიერებაჲ მისი სახედ მომავალთა მათ სინანულად“. არამედ პირველისა მის სიტყჳსა მიმართვე მოვაქციოთ, რომელსა იტყჳს მახარებელი:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ობ სიმდაბლისათჳს და ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა:

...თჳსი მიწად და ნაცრად; და დავით მეფობასა შინა იყო და იტყოდა: „მატლ ვარ და არა კაც“; და პავლე ყოვლისავე სოფლისა მოძღუარი იყო და იტყოდა: „მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად“.

აწ უკუე რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, რომელნი არცა ძუელთა სახეთა სათნოებისათა ვჰბაძავთ, არცა ახალთა ვეშურებით? აღმოიკითხენ, კაცო, წერილი და მიიღენ სახენი სიმდაბლისანი ყოველთაგან წმიდათა. უკუეთუ არა უწყით წერილი, არცა გასმიეს წიგნთაგან სათნოებანი პირველ-თა მათ წმიდათანი, ესე მებრ ბრალობაჲვე არს შენი, რომელ ეკლესიაჲ დღითი-დღე განღებულ არს, და შენ არა შეხუალ სმენად კეთილთა მათ თხრობათა. თჳნიერ დაღაცათუ პირველთა წმიდათა საქმენი არა გასმიენ, ცხოელნი ესე და აწვე სოფელსა შინა მყოფნი იხილენ. უკუეთუ არა გაქუს წინამძღუარი, მოედ, შემომიდეგ მე, და მიგიყვანო სავანესა მათ წმიდა-თასა. მივედ მუნ და ისწავე კეთილი. სანთელნი არიან იგინი, განმანათლებელნი სოფლისანი, ზღუდენი არიან მორწმუნეთანი. ამისთჳს განვიდეს უდაბნოდ, რაჲთა ჩუენცა გუასწაონ ამბოხებათაგან განშორებაჲ. რამე-თუ მათ, ვითარცა ძლიერთა, არაჲვე ევნებოდა ღელვათაგან სოფლისა-თა, ხოლო შენ, უძლურსა მაგას გ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ სიმდაბლისათჳს:

...ირსად, და შემრაცხნეს ღმერთმან ღირსად, ვითარცა ასისთავი იგი იტყოდა: „უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“. ამისთჳსცა ღირს-ყო იგი უფალმან და სარწმუნოებაჲ მისი სთნდა ფრიად; და კუალად პავლეცა იტყოდა: „არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად“. ამისთჳსცა თავთა მათ მოციქულთა თანა შეირაცხა და მოძღუარ ყოვლისა სოფლისა იქმნა; ეგრეთვე იოვანე წინამორბედი იტყოდა: „არა ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“. ამისთჳს მეგობრად სიძისა ეწოდა, და ჴელი მისი, რომელი თქუა, ვითარმედ არა ღირს არს ჴამლთა შეხებად, თავსა ზედა დაიდვა ქრისტემან; ეგრეთვე პეტრე თქუა: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ მე, უფალო“. ამისთჳსცა საფუძველ ეკლესიისა იქმნა. რამეთუ არარაჲ ესრეთ სათნო არს ღმრთისა, ვითარ კაცი მდაბალი, რომელსა აქუნდეს თავი თჳსი უცოდვილეს ყოველთა.

ესე არს თავი ყოვლისა სიბრძნისაჲ. ესევითარი იგი მდაბალი და შემუსრვილი არაოდეს ზუაობნ, არა განრისხნებინ, არა შეიწუებინ შურითა მოყუსისაჲთა, არცა სხუანი იგი ვნებანი ეუფლნიან მას, არამედ ყოველნივე სიმდაბლემან და მისმან მან ნაშობმან გლოამან განიოტნის სულისა...

სრულად ნახვა