...აქ ისინი მხოლოდ უცხო ქვეყანაში ყოფნას კი არ დასტირიან, არამედ ბარბაროსებთან ცხოვრებასაც. ასევე იქცეოდნენ სხვა წინასწარმეტყველნიც, როცა ამჟამინდელი ცხოვრების გამო გლოვობდნენ და ამბობდნენ: „ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს“ (); და თვით ესეც ამბობს: „მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ“ (). რადგან ცხოვრება მხოლოდ იმით კი არ არის მძიმე, რომ მრავალი ამაოება და უდროო საზრუნავი აქვს, არამედ იმითაც, რომ ბოროტთა მოზღვავებაც დიდია. ასეთებთან ურთიერთობაზე უფრო მძიმე და ძნელი კი არაფერია. რადგან კვამლი და სიმშრალე ისე არ ამძიმებს თვალებს, როგორც ბოროტებთან ურთიერთობა სულებს შფოთში აგდებს. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტეც აჩვენებს ასეთი ცხოვრების სიმძიმეს? რადგან როდესაც ამბობს: „ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა?“ (), სწორედ ამას მიანიშ...