...ნზე მოწოლილს იხილავ, ნუ დაეცემი. რადგან სწორედ ეს არის ყველაზე მეტად სასოება: როცა სიძნელეთა შუაგულში ხარ შესული და მაინც წელში იმართები.
3. უფლის სახელით ძლევა გამოუვალობაში
რა იყო უფრო უბედური იმ ბარბაროსებზე - ნინეველებზე ვამბობ ()? მაგრამ, თვით იმ მახეში მდგომნი და იმის მოლოდინში მყოფნი, რომ ქალაქი დაეცემოდა, მაინც არ წარიკვეთეს სასოება, არამედ სრული სინანული აჩვენეს; ამიტომ ღვთის გადაწყვეტილებაც ისევ უკან შეაბრუნეს. ხედავ, რამდენად დიდია სასოების ძალა? და თვით წინასწარმეტყველი რაღა? განა ვეშაპის მუცელში ყოფნისას ტაძარსა და იერუსალიმში დაბრუნებას არ იხსენებდა (იონ 2:4, 7)? ამიტომ შენც, თუნდაც თვით სიკვდილში შეხვიდე და ამდენი საფრთხის სიმძიმე თავზე დაგეკიდოს, ნუ წარიკვეთ სასოებას. რადგან ღმერთს შეუძლია გამოუვალი მდგომარეობიდანაც გზა იპოვოს. ამიტომაც ამბობდა ერთი ბრძენი: **„დილიდან საღამო...