...იყო წილი მტყუარი მწიგნობართა.“** (). რის გამო? რადგან: „გურიტმან და მჭურინავმან და მერცხალმან, ველისა სირთა, დაიცვნეს ჟამნი შემოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა ცნა სასჯელნი უფლისანი.“ (). იგი კი ამბობს, რომ ვინც სათნოებას არ მისდევს, სხვათა სწავლებით არათუ არაფერს იძენს, არამედ ამ წინამძღვრობიდან საკუთარ თავსაც განაგდებს. რადგან თუ გარე სასამართლოებში დამნაშავე დუმილის უპატიობით ისჯება, როგორ ექნება, ამბობს იგი, საერთო სასწავლებელში ხმა იმას, ვინც ცოდვისათვის პასუხსაგებია? ეს სასწავლებელი კი იმ სასამართლოზე დიდია. იქ დასჯილები სასჯელს იხდიან; აქ კი ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ დამნაშავენი არ დაისაჯონ, არამედ სინანულით გამოასწორონ ჩადენილი შეცდომა.
სამეფო კარზეც ვერავინ გახდება მეფის სიტყვის განმმარტებელი, თუ გახრწნილ ცხოვრებაში იქნება მხილებული. რადგან რისთვის ჰყვები სამართალთ, სხვებს...