მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 3:2

1. უკეთუ განავლინოს ქმარმან ცოლი თჳსი. და წარვიდეს მისგან და იქმნეს ქმრისა სხჳსა, ნუ მოქცევით მოიქცესა მისდამი მერმე? არა შეგინებით შეიგინოსა დედაკაცი იგი? და შენცა განჰმეძვენ მწყემსთა შორის მრავალთა და მოაქციე ჩემდამო, - იტყჳს უფალი, -2. აღიხუენ თუალნი შენნი მართლიად. და იხილე, სადა არ შემწიკულე, გზათა ზედა დასჯდე მათ თანა, ვითარცა ყუავი მოოჴრებული მარტო. და შეაგინე ქუეყანა სიძვათა მიერ შენთა და უკეთურებათა მიერ შენთა.3. და გაქუნდეს მწყემსნი მრავალნი საბრჴედ თავისა თჳსისა, შესახედავი მეძვისა იქმნა შენდა უსირცხვილოებად ყოველთა მიმართ,
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 3
2. აღიხუენ თუალნი შენნი მართლიად. და იხილე, სადა არ შემწიკულე, გზათა ზედა დასჯდე მათ თანა, ვითარცა ყუავი მოოჴრებული მარტო. და შეაგინე ქუეყანა სიძვათა მიერ შენთა და უკეთურებათა მიერ შენთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ (1,3).:

...მოვიდა, არამედ - კურნებად. ვითარცა უკუე მამათმთავართა მათ დედანი იგი მეძავნი შეირთნეს, ეგრეთვე ღმერთმან ბუნებაჲ იგი მეძავქმნილი შეიერთა თავსა თჳსსა. ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელნი პირველითგან იტყოდეს შესაკრებელისათჳს ჰურიათაჲსა, ვი-თარმედ: „სიძვით ისიძვა“; და კუალად: „პირი მეძვისაჲო მოიგე შენ, ერო ჩემო“. არამედ იგი შესაკრებელი უმადლო იქმნა სიძისა მის მიმართ უკუდავისა და ეშმაკსა შეერთო, ხოლო ეკლესიაჲ ერთგზის განთავისუფლდა რაჲ წესთა მათგან მამულთა და შეერთო მეუფესა თჳსსა, განუყოფელად ეგო სიძისა მისგან, რომელი შუენიერ არს ხილვითა უფროჲს ყოველთა დაბადებულთა. აწ იხილე რუთ სახედ ეკლესიისა. იგი უცხოთესლი იყო და ფრიად გლახაკი, არამედ იხილა რაჲ იგი ბოოზ, არცა სიგლახაკე შეურაცხ-ყო, არცა უცხოთესლთა შვილებაჲ მოიძაგა. ეგრეთვე ქრისტემან შეიწყნარა ეკლესიაჲ წარმართთაგან და სიგლახაკისაგან ფრიადისა და ზიარ-ყო იგი კეთილთა მათ მიუთხრობელთა. ხოლო ვითარცა-იგი რუთს უკუეთუმცა არა დაეტევა სახლი თჳსი და ნათესავნი და ყოველივე მამული, ვერმცა მიმთხუეულ იყო ესევითარსა მას მეუღლესა, ეგრეთვე ეკლესიამან დაუტევნა რაჲ წესნი იგი და ჩუეულებანი მამულნი, მაშინ იგი საყუარელ იქმნა სიძისა მის, ვითარცა წინაწარმეტყუელი ეტყჳს მას: „დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა...

სრულად ნახვა