მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 2:5

4. ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ, სახლო იაკობისო და ყოველნო ტომნო სახლისა ისრაელისანო!5. ამათ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს ჩემგან და ვიდოდეს შემდგომად ამაოსათა და ამაო იქმნენ.6. და არა თქუეს: სადა არს უფალი აღმომყუანებელი ჩუენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა? და გჳძღოდა ჩუენ უდაბნოსა ზედა ქუეყანასა მას უქმსა და უვალსა, ქუეყანასა შინა ურწყულსა და უნაყოფოსა და აჩრდილსა სიკუდილისასა, ქუეყანასა, რომელსა შინა არ განვლო მის შორის მამაკაცმან, არცა დაემკჳდრა მუნ ძე კაცისა,
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 2
5. ამათ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს ჩემგან და ვიდოდეს შემდგომად ამაოსათა და ამაო იქმნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

... ამას ეწამების იერემია და იტყჳს: „ესრეთ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს იგინი ჩემგან შორად. რამეთუ ორი ბოროტი ქმნა ერმან ამან: მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისაჲ ცხოელისაჲ, და ითხარეს თავისა მათისა ჯურღმული ჴურელოვანი“. და მერმე იტყჳს: „მრქუა მე უფალმან: იხილე, რაჲ მიყვეს მე მკჳდრთა იერუსალჱმისთა? ჩემ ზედა იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: მოედით და შეურიოთ ძელი პურსა მისსა და მოვსპოთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ და სახელი მისი არღარა მოვიჴსენოთ მერმე. მაშინ ვიხილენ ზაკულებანი მათნი. ხოლო მე, ვითარცა კრავმან უმანკომან, მიგურასა ჩემსა დაკლვად არა ვაგრძენ. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი კაცთა მათ ზედა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა: აჰა ესერა მე ძიება-ვყო მათ ზედა: ჭაბუკნი მათნი მახჳლითა მოისრნენ, და ძენი და ასულნი მათნი აღესრულნენ სიყმილითა, და არღარა იყოს მათა ნეშტ, არცა ლხინება“. ; (11,18,19,21-23)

და რასაღა ვიტყოდი, რამეთუ დამაკლებს მე ჟამი მითხრობად თი-თოეულად ჴმათა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა, ვითარ მოასწავებდეს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო უფლისადა, და ვითარ თითოეულმან აღწერნა შეჩუენებანი ქრისტ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი“ (21,44).:

...ჴერსა, ეკალი; და ღრუბელთა უბრძანო, რაჲთა არა წჳმონ მას ზედა წჳმაჲ; რამე-თუ სავენაჴე უფლისა საბაოთისი სახლი ისრაჱლისაჲ არს“. და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „რაჲ ბრალობაჲ პოეს ჩემ თანა მამათა თქუენთა? ერო ჩემო, რაჲ გავნე შენ, ანუ რაჲ შეგაწუხე შენ?“ ;

ეგრეთვესახედ აწ თავადმან მათითავე პირითა ათქუმია სასჯელი მა-თი და თჳსითა ბრძანებითა დაამტკიცა და წინაჲსწარმეტყუელებაჲ დავი-თისი წინაუყო. ამას ყოველსა ზედა არა ჯერ-იყოა სინანული და თაყუანის-ცემაჲ სახიერისაჲ მის? გარნა იგინი უძჳრესისა მიმართ წარემატებოდეს, ვითარცა ამისა შემდგომად ჰრქუა მათ ნეტარმან სტეფანე: „გულფიცხელნო და ქედფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა და სასმენელითაო, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეთცა თქუენ. რომელნი-მე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისა და მართლისასა, რომლისაცა თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით“. იხილე უკუე აწცა ესევითარი იგი უკეთური გონებაჲ მათი, რამეთუ იტყჳს მახარებელი:...

სრულად ნახვა