...ოფილია, ამდენი შეცოდება გაბედა ერთმა მღვდელმსახურმა, ყოველივე თავდაყირა დადგა, შენ კი არ ძრწი? წინასწარმეტყველი თვით უგრძნობელ სტიქიებსაც კი მოუწოდებს საერთო ბოროტებათა გამო გლოვის განვრცობისა და თანაზიარობისკენ და ამბობს: „განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად“ (). და კვლავ: „განჴმა თხემი კარმელისაჲ“ (); „იგლოოს ღჳნომან, იგლოვოს ვენაჴმან“ (). უსულო ქმნილებანი გლოვობენ, კვნესიან და მეუფესთან ერთად მრისხანებენ; შენ კი, გონიერი არსება, არ გტკივა? არ ამხილებ, ღვთის კანონთა მკაცრ დამცველად არ დგები, არამედ თანაზიარიც ხდები? და რა შენდობა შეიძლება გქონდეს? ნუთუ ღმერთს შურისმაძიებელი სჭირდება? ნუთუ შემწეთა საჭიროება აქვს? არამედ სურს, რომ ამის მსახური გახდე, რათა იმავე ცოდვებში არ ჩავარდე: სხვის ცოდვაზე აღშფოთებისას უფრო ფხიზელი და თავშეკავებული გახდე და ამითაც შენი ღვთისმოყვარეობა აჩვ...
წინასწარმეტყველება იერემიასი 2:12
11. უკუეთუ სცვალებენ წარმართნი ღმერთთა მათთა, და იგინი არა არიან ღმერთნი, ხოლო ერმან ჩემმან შეიცვალა დიდებაჲ თჳსი, რომლისაგან არა რგებულ იქმნეს.12. განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად, - იტყჳს უფალი.13. რამეთუ ორნი ძჳრნიცა ქმნნა ერმან ჩემმან. მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოველისაჲ, და უთხარნეს თავთა მათთა ჯურღმულნი გაჴურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 2