...იოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა“** (). სიკეთეებზეც ასევეა: ამბობს, „მათ შესახებ სიკეთეებს ვიტყვი; და თუ ისინი შეიცვლებიან, მეც შევცვლი მათ შესახებ ნათქვამს“ ()1. და: „და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა“ ().
რას ნიშნავს აქ „წმიდა“? ეს ნიშნავს იმას, ვინც საყვედურისათვის მიუწვდომელია, მართალია, ხალასია, უმანკოა და არავის არაფერში ხელჩასაჭიდს არ აძლევს. „განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი“ (). მას შემდეგ, რაც სასუფეველზე თქვა, რომ უსასრულოა, სიტყვებზე — რომ ჭეშმარიტია, საქმეებზე — რომ საყვედურისათვის მიუწვდომელია, აგრეთვე დიდებასა და დიდებულებაზე, იგი კვლა...