...); ხოლო „რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, აგრეთვე სიკუდილით მოკუედინ, ქვითა განტჳნენ იგი“ (). და კვლავ: „ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის.“ (). მაშ, ვის მოასწავებს ამ სახელით იმ მოწმობებში და ვის უწოდებს აქ ღმერთებს? მთავრებს. ამიტომაც ურთავს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი.“ ().
სათნო წინაპრისგან წარმოშობილთაც გულისხმობს. რადგან ენოსმა დიდი სათნოება გამოავლინა და ღვთის სახელით იწოდა; ხოლო მისგან წარმოშობილნი ყველანი და მისი ძმის შთამომავალნიც ერთმანეთს შეერიენ, ამიტომ ღვთის ძეებს სათნო კაცის შთამომავლებს უწოდებს. რადგან ამბობს: „ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა“ ()....