...ამეს აღმოთქვამდა, როგორსაც საზრდოდ იღებდა. იხილე სხვაგანაც სხვა წინასწარმეტყველი, რომელიც ამ მოქმედებას გრძნობად ხატს ადარებს: ჭამს წიგნის გრაგნილს და სიამით ჭამს. რადგან ამბობს: „და იქმნა პირსა შინა ჩემსა, ვითარცა თაფლი დამატკბობელი“ (). მაშასადამე, რადგან სულიერ მადლს იღებდნენ, ასეთ რამეებსაც აღმოთქვამდნენ. ხოლო რომ აქ საუბარი არც ამ გრძნობად აღმოთქმაზეა და არც საკვებზე, მოისმინე, რას აღმოთქვამს და ვინ არის აღმომთქმელი. არა კუჭი, რომელიც საკვებს იღებს, არამედ გული. რადგან ამბობს: „აღმოთქუა გულმან ჩემმან“ (). და რას აღმოთქვამს? არა პურს და არც სასმელს, არამედ ტრაპეზისთვის შესაფერს: „სიტყუაჲ კეთილი“ (), რომელიც მხოლოდშობილის შესახებ არის, რადგან იგი განსაკუთრებით კეთილია.
რადგან ამბობს: **„არა მოვედ...