...იერემიაც თავის ასაკს იმიზეზებს. ეზეკიელიც, ბრძანების მიღების შემდეგ, მდინარესთან შვიდ დღეს აყოვნებს, თავს იკავებს და ყოყმანობს. ამიტომაც ღმერთმა ის იგავური გაფრთხილება დაუმატა და თქვა: „ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა“ () და: „მათი სული შენი ხელიდან გამოვიძიო“ ()4.
იონა კი არა მხოლოდ უარს ამბობდა, არამედ გაიქცა კიდეც. მაშ, რა? განა ესაია ყველაზე, თვით დიდ მოსეზეც კი, უფრო გაბედული იყო? ვინ იტყოდა ამას? მაშ, რატომ იყო, რომ მოსე, როცა ებრძანა, თავს იკავებდა, ხოლო ესაია, რომელსაც ცხადადაც არ ჰქონია ბრძანება, მაშინვე ჩაეჭიდა საქმეს? რადგან ღმერთს არც უთქვამს: „წადი“, არამედ როცა ღმერთი ამბობდა: „ვინ მივავლინო“ (), ესაიამ ბრძანება მა...