...თანადგომასა და დახმარებას. თუ ჩვენი საქმე კეთილად წარემართება, თქვენიც უფრო ბრწყინვალე იქნება; თუ ჩვენთან მოძღვრების ნაკადი უხვად მოვა, სიმდიდრე თქვენამდე გადავა. ისმინე წინასწარმეტყველის სიტყვა: „ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა," (). ხედავ პავლეს, რომელიც განუწყვეტლივ ეძიებს ამ ლოცვებს? გესმის, რომ პეტრე ასე გამოიხსნა საპყრობილიდან, რადგან მისთვის გულმოდგინე ლოცვა აღევლინებოდა? ფრიად მწამს, რომ თქვენს ლოცვას მრავალი რამის ძალა ექნება, როცა ესოდენი თანხმობით აღევლინება.
როგორ ფიქრობთ, რამდენად აღემატება ჩვენს სიმცირეს ესოდენი ხალხისთვის ღმერთთან მიახლება და ვედრება? რადგან თუ თვით მე საკუთარი თავისთვის ვედრების კადნიერება არ მაქვს, მით უმეტეს — სხვებისთვის. რადგან ეს იმ კეთილად წარმოჩენილთა საქმეა, რომლებმაც ღმერთი თავიანთ მიმართ კეთილგანწყობილად განაწყვეს: სხვებისთვისაც სთხოვონ ღმერთს მოწყალება; ხოლო ვინც თვითონვე დაბრკოლებულა, რო...