მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 33:32

31. და მოვლენ შენდა, ვითარცა შემოკრბების ერი, და დასხდენ წინაშე შენსა ერი ჩემი და ისმენენ სიტყუათა შენთა და არა ჰყოფენ მათ, რამეთუ სიცრუე პირთა შინა მათთა. და კვალსა მას უსჯულოებისა და ბილწობისასა შეუდგენ გულნი მათნი.32. და შენ ექმენ მათ, ვითარცა ჴმაჲ იგი სახიობისაჲ და ჴმაჲ ნესტჳსა მის, და ესმოდეს სიტყუაჲ შენი და არა ყონ.33. და ოდესცა მოვიდენ, იტყჳან: აჰა, მოიწია. და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი იყო შორის მათსა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 33
32. და შენ ექმენ მათ, ვითარცა ჴმაჲ იგი სახიობისაჲ და ჴმაჲ ნესტჳსა მის, და ესმოდეს სიტყუაჲ შენი და არა ყონ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. უსხეულო მსახურება და მსხვერპლთა უარყოფა:

...რადგან უდებნი და მოდუნებულნი იყვნენ და სჯულის კითხვას მშვიდად, მცირე ხნითაც კი, ყურს არ უგდებდნენ.

ამას აჩვენებდა სპარსეთში მცხოვრები ერთი წინასწარმეტყველი, როცა ამბობდა: „და შენ ექმენ მათ, ვითარცა ჴმაჲ იგი სახიობისაჲ და ჴმაჲ ნესტჳსა მის“ (); და ისინი გამუდმებით ეუბნებოდნენ წინასწარმეტყველებს, ნუ წინასწარმეტყველებთო, უფრო კი უკუაგდებდნენ მათ და ჩანდა, რომ მათგან შეწუხებულნი იყვნენ. და ჩანს, რომ მეფეც ამასვე ემუქრებოდა რომელიღაც წინასწარმეტყველს და უბრძანებდა, ხალხი არ ააღელვოო. „ღმერთი შენი ვარი მე“ (). გამეორება უბრალოდ კი არ დგას; რადგან იგი უგრძნობელ, გაქვავებულ და დაყრუებულ ხალხს ელაპარაკებოდა, თავისი მეუფების შესახებ სიტყვას აღძრავს. აქედან შემდგომი თხრობისთვის საუკეთესო დასაწყისს აძლევს და აჩვენებს, რომ თავისუფლებას მას უნდა უმადლოდნენ და სამართლიანად მართებთ ვალის გადახდა: როგორც მონებს — მეუფისადმი, როგორც ქმნილებებს — შემოქმედისადმი, როგორც უდიდესი კეთილისყოფის მიმღებთ და ასეთი პატივით პატივდებ...

სრულად ნახვა