...და: „ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა“ (); და: „აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი“ () და „ჩუენ ვჰნატრით უცხოთა“ (); და: „არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ“ (). ნეტარი იობიც, როდესაც იმ განსაცდელში ჩავარდა, ამას იუდეველთა მსგავსი განწყობით არ ამბობდა, არც რამე ამგვარს გულისხმობდა, ნუმც ყოფილა! თუმცა მაინც ამბობდა: „იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა“ (). „განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე“ (). სწორედ ამის გამო ეუბნება მას: „მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე“ (). შემდეგ, როდესაც შეძრწუნდა და ამბობდა: „კიდევ რატომ განვიკითხები შეგონებული და ვამხილებ უფალს?“ ()...
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 33:17
16. ყოველნი ცოდვანი მისნი. რომელნი ცოდნა, არა მოეჴსენნენ მას, რამეთუ მსჯავრი და სიმართლე ქმნა, მათ შინა ცხონდეს.17. და იტყჳან ძენი ერისა შენისანი: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ. და იგი გზაჲ მათი არა მართალ არს. ხოლო ისმინეთ, სახლო ისრაჱლისაო: ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არს, არა გზანი თქვენნი არამართალ?18. უკეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ქმნას შეცოდებაჲ, მას შინა მოკუდეს იგი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 33