მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 33:11

10. და შენ ძეო, კაცისაო, არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ესრეთ ჰზრახეთ მეტყუელთა: ცთომანი ჩუენნი და უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ თანა არიან და მათ შინა დავდნებით და ვითარ ვცხოვნდეთ?11. არქუ მათ: ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი. მოქცევით მოიქეცით ჩემდამო გზისაგან თქუენისა ბოროტისა, რათა რად მოჰკუდებით, სახლო ისრაჱლისაო?12. და შენ, ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა: სიმართლემან მართლისამან ვერ განარინოს იგი, რომელსაცა დღესა სცთეს; და უსჯულოებამან უსჯულოჲსამან ვერ მოკლას, რომელსაცა დღესა მოაქციოს უსჯულოებისაგან მისისა, და მართალსა ვერ ძალ-უც ცხოვნებად სიმართლისათჳს თჳსისა, რომელსაცა დღესა ცოდოს.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 33
11. არქუ მათ: ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი. მოქცევით მოიქეცით ჩემდამო გზისაგან თქუენისა ბოროტისა, რათა რად მოჰკუდებით, სახლო ისრაჱლისაო?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წმინდანთა ხსენება და სასჯელის მაგალითები:

...* (); და კიდევ: „ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე“ (); და არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მისი მოქცევა და სიცოცხლე: „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი“ (). მაშ, საიდან, საიდან არის ის დღე ამოდენა შფოთით სავსე? „მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა“ (); „წიგნნი განეხუნეს“ (), ჩვენი საქმეების წიგნები; ეს დღე კი „შემწუელი ვითარცა თორნე“ მოდის (); ანგელოზები მიმოდიან და მრავალი სახმილი წინ იდგმება. მაშ, როგორ არის კაცთმოყვარე? როგორ არის მოწყალე? როგორ არის კეთილი? კაცთმოყვარეა სწორედ ამგვარადაც, და ამით განსაკუთრებით გამოჩნდება მისი კაცთმოყვარეობის სიდიდე. ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სასჯელის შიში და ხილულთა წარმავლობა:

...რდებოდით; ცეცხლი რომ არ დამუქრებულიყო, ვერავინ გაექცეოდა ცეცხლს. ღმერთი იმის საპირისპიროს ამბობს, რისი გაკეთებაც სურს, რათა გააკეთოს ის, რაც სურს. ღმერთს არ სურს ცოდვილის სიკვდილი, როგორც ამბობს: „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ“ (), და მაინც ცოდვილის სიკვდილს ახსენებს, რათა ცოდვილი სიკვდილში არ ჩააგდოს; ეს მხოლოდ სიტყვით არ უთქვამს, საქმითაც აჩვენებს, რათა გავექცეთ.

ხოლო რათა ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ მუქარაა და სინამდვილეში არ არსებობს, აქ მომხდარი ამბებით ეს ნათელი გახადა. ან განა არ გგონია, რომ წარღვნაც და სრული განადგურების მომტანი ცეცხლის წვიმაც გეენიის სიმბოლოა? რადგან ამბობს: როგორც ნოეს დღეებში „იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს“ (), ასევეა ახლაც. მაშინ დიდი ხნით ადრე თქვა წინასწარ, ახლაც კი ოთხასი ან მეტი წლით ადრე წინასწარ ამბობს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს; ყველანი ამ საქმეს ზღაპრად მიიჩნევენ, ყველანი სიცილად, არავის აქვს შიში, არავი...

სრულად ნახვა
საუბარი 3. გაგრძელება სიტყვებზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", სიტყვებამდე: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი" (დაბ 1:1-5)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის კაცთმოყვარეობა და ძმის ცხონება:

...1 ტიმ 2:4); და თავად ღმერთი ამბობს: „არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი" (); „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი" (). ამიტომაც შექმნა მან მთელი ეს ბუნება და ჩვენ შეგვქმნა არა იმისთვის, რომ დაგვღუპოს ან სასჯელი მოგვცეს, არამედ, რათა გვაცხოვნოს და, ცთომილებიდან გამოგვიხსნას, ნეტარება მოგვანიჭოს (ზეციურ) სასუფეველში. მან ჩვენთვის არა ახლა, შექმნის შემდეგ, არამედ ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე მოამზადა, როგორც თავადვე ამბობს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). ხედავ, რა კაცთმოყვარეა უფალი, როგორ ჯერ კიდევ შექმნამდე და ადამიანის გამოჩენამდე მოამზადა მისთვის უთვალავი სიკეთენი და ამით აჩვენა, რა მზრუნველობა აქვს ჩვენი მოდგმისთვის და, რომ ყველას ცხონება სურს.

ასეთი მეუფის მქონენი — ასეთი კაცთმოყვარისა, ასეთი სახიერისა და ასეთი მოწყალისა — ვიზრუნოთ ცხონებაზე, როგორც საკუთარზე, ისე ჩვენი ძმებისაზე. ჩვენს ცხონებას ისიც შეუწყობს...

სრულად ნახვა