...ტიქიები და ყოველივე სიხარულით აავსო, ახლანდელთა გამოც ითხოვს და იმავე ნავსაყუდელს მიაშურებს.
შემდეგ, რადგან ისიც მოხდა არა კეთილმიღებულთა ღირსების გამო, არამედ ღვთის კაცთმოყვარეობისა და მისი სახელის გამო, როგორც ამბობდა: „რაჲთა სახელი ჩემი ყოვლად ყოვლითურთ არ შეიგინოს“ (), არამედ რათა ყველამ მომხდართაგან მისი სიმტკიცე და ძალა ისწავლოს და ეს სწავლების საგნად იქცეს, ამ უფლებას ახლაც წინ აყენებს და ამბობს: თუნდაც ცხოვრებამ გაგვცა და საქმეებით კადნიერებას მოკლებულნი ვართ, შენი სახელის გამო ჰქმენო, რასაც მოსეც მაშინ ამბობდა. ამასვე ამბობს ესეც, მასთან თანხმიერად წარმოთქვამს: „ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ“ (). არა ჩვენ გამო, ამბობს, რომ ჩვენ უფრო ბრწყინვალენი და გამოჩენილნი გაგვხადო, არამედ რათა შენ თვითონ შენი ძალა ყველგან ცხადად წარმოაჩინო. მაგრამ როგორც მისი სახელი იდიდება, როცა შეგვეწევა და გვეხმარება, ასევე კვლავ იდიდება, როცა სათნოებაში ვცხოვრობთ და ცხოვრების წესით ვბრწყინავთ. რადგან ამბობს: **„ეგრ...