მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 20:9

8. და განდგეს ჩემგან და არა ინებეს სმენად ჩემი, თითოეულმან საძაგელებანი თუალთა მისთანი არა განყარნეს და სიმარჯუენი ეგჳპტისანი არ დაუტევნეს, და ვთქუ გარდაფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, შესრულებად რისხვაჲ ჩემი მათ შორის საშუალ ქუეყანასა ვგჳპტისასა.9. და ვყო, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლად ყოვლითურთ არ შეიგინოს წინაშე წარმართთა, რომელთასა იგინი არიან შორის მათსა, და რომელთა შორის ვეცნობე წინაშე მათსა, გამოყვანებად მათდა ეგჳპტით.10. და გამოვიყვანენ იგინი ეგჳპტისაგან და მივიყვანენ იგინი უდაბნოდ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 20
9. და ვყო, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლად ყოვლითურთ არ შეიგინოს წინაშე წარმართთა, რომელთასა იგინი არიან შორის მათსა, და რომელთა შორის ვეცნობე წინაშე მათსა, გამოყვანებად მათდა ეგჳპტით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. კლდის წყაროები და ღვთის სახელის დიდება:

...ტიქიები და ყოველივე სიხარულით აავსო, ახლანდელთა გამოც ითხოვს და იმავე ნავსაყუდელს მიაშურებს.

შემდეგ, რადგან ისიც მოხდა არა კეთილმიღებულთა ღირსების გამო, არამედ ღვთის კაცთმოყვარეობისა და მისი სახელის გამო, როგორც ამბობდა: „რაჲთა სახელი ჩემი ყოვლად ყოვლითურთ არ შეიგინოს“ (), არამედ რათა ყველამ მომხდართაგან მისი სიმტკიცე და ძალა ისწავლოს და ეს სწავლების საგნად იქცეს, ამ უფლებას ახლაც წინ აყენებს და ამბობს: თუნდაც ცხოვრებამ გაგვცა და საქმეებით კადნიერებას მოკლებულნი ვართ, შენი სახელის გამო ჰქმენო, რასაც მოსეც მაშინ ამბობდა. ამასვე ამბობს ესეც, მასთან თანხმიერად წარმოთქვამს: „ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ“ (). არა ჩვენ გამო, ამბობს, რომ ჩვენ უფრო ბრწყინვალენი და გამოჩენილნი გაგვხადო, არამედ რათა შენ თვითონ შენი ძალა ყველგან ცხადად წარმოაჩინო. მაგრამ როგორც მისი სახელი იდიდება, როცა შეგვეწევა და გვეხმარება, ასევე კვლავ იდიდება, როცა სათნოებაში ვცხოვრობთ და ცხოვრების წესით ვბრწყინავთ. რადგან ამბობს: **„ეგრ...

სრულად ნახვა