მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 18:4

3. ცხოველ ვარ მე! - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ იქმნას მერმე თქმული ეგე იგავი ისრაჱლსა შორის.4. რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს.5. ხოლო კაცი, რომელი იყოს მართალ, რომელმან ყოს მსჯავრი და სიმართლე,
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 18
4. რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. ბოროტთა წარწყმედა და მართალთა ძლევა:

...; და არა მხოლოდ ეს: ეს მათთვის ბოროტადაც სრულდება, რადგან ნათქვამია: „სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ“ (). აქ, ვფიქრობ, სიკვდილით იქაურ წარწყმედასა და სასჯელს გულისხმობს, როგორც სხვაგანაც ამბობს: „და სული მცოდველი იგი მოკუდეს.“ (). ამით არსებობის გაუქმებას კი არ მიანიშნებს, არამედ სასჯელს.

და ამ სიტყვის მეტაფორას განაგრძობს. რადგან როცა ცხვრები ახსენა, მათი მწყემსიც აჩვენა. ვინ არის ეს მწყემსი? შხამიანი მატლი, დაუსრულებელი სიბნელე, უხსნელი ბორკილები, კბილთა ღრჭენა. მაშ, ნახე, ისინი ყოველი მხრიდან როგორ ისჯებიან. სიცოცხლეში — იმიტომ, რომ სათნოებისკენ სვლაში დაბრკოლდნენ, ბოროტების მონები და ტყვეები გახდნენ და ზედმეტი, სასაცილო ჯაფა გასწიეს; აღსასრულისას — იმიტომ, რომ უბრალოდ და როგორც მოხვდათ, ისე დაიღუპნენ; აღსასრულის შემდგომ ჟამს კი — იმიტომ, რომ მუდამ წარწყმედის ხელში არიან. **„და ეუფლნენ მ...

სრულად ნახვა